ბელგიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 16 ადამიანი დაიღუპა, ეს ამ ქვეყნისთვის ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსით 2257 ადამიანია დაინფიცირებული.
ბელგიის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა დისტანციურად იმუშაონ და სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.