ბელგიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები კვლავ მკაცრდება
ბელგიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები კვლავ მკაცრდება.
„გარდიანის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ სოფი ვილემსის ბრძანებით, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება ღია სივრცეში ხალხმრავალ ადგილებში, ასევე ბარებსა და რესტორნებში. ბაზრობები კი, 22:00 საათზე დაიხურება.
ზომების გამკაცრების მიზეზი ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „კოვიდ -19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.
ბელგიაში ახალი კორონავირუსის სულ 64 627 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 9 808 ადამიანი.