ბელგიაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბელგიაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბელგიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო. თითქმის სამთვიანი კარანტინის შემდეგ ბელგიაში რესტორნები და ბარები გაიხსნა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ბელგიაში ვირუსის 59 348 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 606 ადამიანი.