ბელგიამ მთავრობა ჩამოაყალიბა, ახალი კაბინეტი პირველ ოქტომბერს დადებს ფიცს
21-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ბელგიამ მთავრობა ჩამოაყალიბა. ახალი კაბინეტი პირველ ოქტომბერს დადებს ფიცს.
ფრანგულენოვანი გაზეთ „სოირის“ ინფორმაციით, ბელგიის ახალი პრემიერ-მინისტრი ფლამანდრიელი ლიბერალი, ალექსანდრ დე კროო იქნება.
ქვეყნის მმართველ კოალიციაში შვიდი პოლიტიკური პარტია შევიდა. ბელგია სრულფასოვანი მთავრობის გარეშე 653 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც მსოფლიო რეკორდია. წინა რეკორდიც ბელგიას ეკუთვნის, როდესაც 2010-2011 წლების კრიზისის დროს, ქვეყანას მთავრობა 589 დღის განმავლობაში არ ჰყავდა.