ბელგია უკრაინას 2028 წლამდე 30 ერთეულ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს გადასცემს
ბელგია უკრაინას 2028 წლამდე 30 ერთეულ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს გადასცემს.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰადჯა ლაჰბიბის განცხადებით, პირველი თვითმფრინავები კიევისთვის უკვე წლის ბოლომდე უნდა იყოს მიწოდებული.
ეს ვალდებულება გაფორმდა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებით, რომლის ხელმოწერა ბრიუსელში დღეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
ბელგია „ეფ-16“-ების აღჭურვისთვის საბრძოლო მასალას თავისი რეზერვიდან ამოიღებს.
ჰადჯა ლაჰბიბის განცხადებით, კიევისთვის აღნიშნული მხარდაჭერა აუცილებელია ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, რომელმაც გადაწყვიტა „ევროპის ქვეყნების საზღვრების გადაწევა”, და, ასევე, ბელგიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ერთ დღეს რუსული ტანკები ბრიუსელში შეიჭრას, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „თუ ჩვენ დავუშვებთ, ეს შეუძლებელი სცენარი არ არის“.