ბელარუსული ოპოზიციური ტელეგრამ არხის დამფუძნებელი პოლონეთის ხელისუფლებას მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს
პოლონეთს დამატებითი პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვთხოვთ. ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, – ამის შესახებ ბელარუსული ოპოზიციური ტელეგრამ არხის, „ნექსტას“ დამაარსებელმა, სტეფან პუტილომ განაცხადა.
„გვეუბნებიან, რომ რომან პროტასევიჩს კიდევ უფრო მეტად გაუმართლა. ჩვენ აქ პირდაპირ მოგვკლავენ და გადარჩენის შანსი არ გვაქვს. ეს იყო ანონიმური მუქარა, რომელიც პოლიციას უკვე შევატყობინეთ. შიშის ქვეშ ყოფნას მივეჩვიეთ და ამ ფორმით ვაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა პუტილომ.