ბელარუსში სტუდენტების არასანქცირებულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
ბელარუსში სტუდენტების არასანქცირებულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ბელარუსში სტუდენტების არასანქცირებულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანი ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, დაკავებებს მასშტაბური სახე არ მიუღია და არც სპეცდანიშნულების რაზმი ჩარეულა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკავებული არიან. ეს ერთეული შემთხვევები იყო. მასობრივ დაკავებებს არ ჰქონია ადგილი არც მინსკში და არც რეგიონებში“, – განაცხადა ჩემოდანოვამ.

​სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენი პირია დაკავებული, რადგან მონაცემები კიდევ ზუსტდება.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.