ბელარუსში სტუდენტების აქციაზე 79 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში სტუდენტების აქციაზე 79 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში სტუდენტების აქციების დროს 79 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიაში არიან სტუდენტები, ერთი ლექტორი და ცხრა ჟურნალისტი.

შეგახსნებთ, პირველ სექტემბერს ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით, სტუდენტთა აქციები გაიმართა.