ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია - დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ უდიდესი მეცნიერის, თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების სისწორე
ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია - დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ უდიდესი მეცნიერის, თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების სისწორე

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ უდიდესი მეცნიერის, თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების სისწორე, წარმატებები ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც დღეს წინა ხაზზეა და გმირულად ებრძვის ამ ვირუს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუ როგორ მკურნალობენ ბატონი თენგიზი და მისი გუნდი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებით, რომლის შესახებ გუშინ ამერიკის პრეზიდენტი საუბრობდა, როგორც დიდ მიღწევაზე ამერიკული მედიცინის. არ გამიკვირდა და იცით რატომ – მონაწილე ვარ დებატების, რომელიც იმართებოდა ც-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომებზე პრეპარატ „ჰარვონთან“ დაკავშირებით. არც ერთ გაიდლაინში მსოფლიოში არ იყო გამოყენებული იმ დროს ჰარვონი ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის სამკურნალოდ. პირველად მსოფლიოში, ბატონი თენგიზის მეთაურობით გაკეთებულ გაიდლაინში ჩაიწერა ამ ფორმის „ჰარვონით“ მკურნალობა. შედეგი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ცნობილია. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ როდესმე დავწერ, ახლა ამის დრო არ არის. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ უდიდესი მეცნიერის გადაწყვეტილების სისწორე. წარმატებები ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც დღეს წინა ხაზზეა და გმირულად ებრძვის ამ ვირუს“,- წერს ვალერი კვარაცხელია.