ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერის, მარია კოლესნიკოვას სასამართლო პროცესი დაიწყო
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერის, მარია კოლესნიკოვას სასამართლო პროცესი დაიწყო

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერის, მარია კოლესნიკოვას სასამართლო პროცესი დაიწყო.

კოლესნიკოვა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების ერთ-ერთი აქტივისტი და სახე იყო.

მას ექსტრემიზმისა და ძალაუფლების მიტაცების ბრალდებით 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

39 წლის აქტივისტი სექტემბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც საკუთარი პასპორტი დახია, რათა ბელარუსელ სამართალდამცველებს უკრაინის საზღვართან მისი დეპორტირება ვერ განეხორციელებინათ. გასულ თვეს 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ ბაბარიკოსაც, რომელსაც ბრალი კორუფციაში ჰქონდა წარდგენილი.