ბელარუსში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება
ბელარუსში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება.
ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით, ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში მანდატები მოიპოვეს „ბელარუსის პატრიოტული პარტიის“, „შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტიის“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“, „ბელარუსის აგრარული პარტიის“. კომუნისტური პარტიისა და საზოგადოებირივი გაერთიანება „ნელაია რუსის“ წევრებმა.
ყველა ეს პოლიტიკური გაერთიანება მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას.
დეპუტატის მანდატი მოიპოვა სილამაზის კონკურს „მისს ბეალურსის“ 2018 წლის გამარჯვებულმა მარია ვასილევიჩმა.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის წინა მოწვევის პარლამენტში სულ ორი ოპოზიციონერი იყო.