ბელარუსში რამდენიმე საინფორმაციო საიტზე წვდომა დაბლოკილია.
გასულ ღამეს ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ რამდენიმე მედია და პოლიტიკური მოძრაობის საიტზე წვდომა შეზღუდა, მათ შორის „რადიო თავისუფლების“ , სატელევიზიო არხი „ბელსატისა“ და „ევრორადიოს“, ასევე გაზეთ „სოლიდარობის“ საიტებზე .
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
შეზღუდვებს გამოეხმაურა ბელარუსის ჟურნალისტების ასოციაცია, რომელიც შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს.