ბელარუსში ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკს ახალი ბრალდებები წაუყენეს
ბელარუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკს ახალი ბრალდებები წაუყენეს. შესაბამის ინფორმაციას ოპოზიცონერების თანაგუნდელები ავრცელებენ.
როგორც მაქსიმ ზნაკის ადვოკატმა, დმიტრი ლაევსკიმ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წაუყენეს არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში, ასევე ექსტრემისტული ფორმირების შექმნასა ან ასეთი ფორმირების ხელმძღვანელობაში.
ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკს შტაბში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ანალოგიური ბრალდებები წაუყენეს მარია კოლესნიკოვასაც.
ბელარუსში საპროტეტსო გამოსვლები გასული წის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ცესკო-მ გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა.