ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სხდომა დახურულ კარს მითმა ჩატარდება. საბჭო 70 წევრით დაკომპლექტდება.

პირველ სხდომაზე აირჩევენ საბჭოს პრეზიდიუმს, რომელშიც შვიდი წევრი შევა.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელთა პრესკონფერენციაში დღეს წარმოდგენილები იყვნენ: პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელი მარია კოლესნიკოვა, ციხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი პირი ოლგა კოვალკოვა, მინსკის ერთ-ერთი თეატრის გათავისუფლებული დირექტორი პაველ ლატუშკო, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის იურისტი მაქსიმ ზნაკი, მინსკის ტრაქტორის ქარხნის წარმომადგენელი, სერგეი დილევსკი.

როგორც პრესკოფერენციაზე ითქვა, საკოორდინაციო საბჭოს მიზანს წარმოადგენს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების გადაბარება. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზანი არ აქვთ.