ბელარუსში მორიგი საპროტესტო აქციის დროს 300 აქტივისტი დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ წარმომადგენლები ავრცელებენ.
ბელარუსის მედია იუწყება, რომ დაკავებულებს შორის არის სილამაზის კონკურს მის ბელარუსის 2008 წლის გამარჯვებული ოლგა ხიჟენკოვა, ასევე საფეხბურთო კლუბ „ბრესტის დინამოს“ ყოფილი პრესმდივანი და რამდენიმე ფოტოკორესპონდენტიც.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ არ წყდება. ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.