ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით პოლიციამ აზოტის ქარხნის, დაახლოებით, 100 თანამშრომელი , არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი, დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლეს.
ანტისამთავრობო აქცია ბელარუსის დედაქალაქის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას სტუდენტებიც იღებენ.
ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის, ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
ბელარუსის ოპოზიცია ლუკაშენკოსგან 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებას, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.