ბელარუსში იპოვეს მოქალაქე, რომელიც აქციაზე დაღუპულად მიაჩნდათ
ბელარუსში მოქალაქე ევგენი ზაიჩკინი, რომლის შესახებაც უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ წერდა, რომ აქციის დროს დაიღუპა, ცოცხალია. ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაიჩკინს ტელეკომპანია „ბელსატი“ დაუკავშირდა. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.