ბელარუსში მოქალაქე ევგენი ზაიჩკინი, რომლის შესახებაც უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ წერდა, რომ აქციის დროს დაიღუპა, ცოცხალია. ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაიჩკინს ტელეკომპანია „ბელსატი“ დაუკავშირდა. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.