ბელარუსში ინტერნეტგამოცემა „ტუტ.ბაის“ (TUT.BY) რედაქტორები ანა კალტიგინა და გალინა ულასიკი დააკავეს.
ბელარუსული გამოცემა „ტუტ.ბაი“ წერს, რომ რედაქტორები იმ დროს დააკავეს, როდესაც ბანგალორის მოედნის რაიონში, კვების ერთ-ერთ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.
ბელარუსში ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებოდა, თუმცა ცენტრალიზებული აქციისთვის არასაკმარისი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა და პროტესტი ლოკალური მსვლელობით გაგრძელდა.
ბანგალორის მოედანთან ათობით პოლიციელი იმყოფება, რომლებიც პერიოდულად გამვლელებს აკავებენ. დილიდან ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სპეციალური ტექნიკის მობილიზება შეინიშნება.
9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.