ბელარუსში დღეიდან 31 აგვისტომდე კომპლექსური სამხედრო სწავლებები გაიმართება
ბელარუსში დღეიდან 31 აგვისტომდე ტაქტიკური კომპლექსური სამხედრო სწავლებები გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მანევრები გროდნოს მიმართულებით გაიმართება და დაგეგმილია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რის გამოც საავტომობილო გზებზე შეფერხებებია მოსალოდნელი.
თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა სამხედრო სწავლების ჩასატარებელ ადგილებთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს და მძღოლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.