ბელარუსში, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს
ბელარუსში შესაძლოა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს.
სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ბელარუსის გენერალური პროკურატურა გამოდის ინიციატივთ, ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის გვარცელება სისხლის სამართლის დასჯადი გახდეს.
„ვმუშაობთ ამ საკითხზე. არ არის გამორიცხული დაწესდეს დიდი მატერიალური და სისხლის სამართლის პასუხისმგბლობა“, – განაცხადა ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა, ალექსანდრ კონიუკმა.
მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც შეურაცხყოფისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აღკვეთს. გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ მედია ვალდებულია მოსახლეობას გადამოწმებული, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს.
ბელარუსში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ცილისწამებაა სისხლის სამართლით დასჯადი.