ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქციების დროს 3000 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, 1000 დემონსტრანტი დააპატიმრეს მინსკში.
მათივე ცნობით, გუშინ ღამით მიტინგები ბელარუსის 33 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოუყენებიათ. მსხვერპლი არ არის.
ამასთან, ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების შედეგად დაშავებულთა შესახებ მონაცემებიც გაავრცელა.
სამიისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს აქციების დროს 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა.