ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 44 პირი პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა.
უწყების ცნობით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაპატიმრებულები არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. მასობრივი დემონსტრაციების დროს დააკავეს ათასობით ადამიანი, ორი დემონსტრანტი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.