ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე სამართალდამცველებმა 100 ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.
უფლებადამცველების მონაცემებით, 93 ადამიანი დაკავებულია მინსკში, შვიდი კი სხვა ქალაქებში, მათ შორის ბრესტსა და გომელში.
დღეს ბელარუსის დედაქალაქში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ქალთა მარში გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ იმართება, რაც 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.