ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა [ვიდეო]
ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციები განახლდა.
მინსკში ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში „მარში თავისუფლებისთვის“, რომლის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.
გარდა ამისა, ანტისამთავრობო გამოსვლები ასევე იმართება ბელარუსის სხვა ქალაქებში, მთ შორის გროდნოში, პინსკში, ბრესტში, მოგილევოში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მინსკში ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი. აქციაზე მივიდა და მომხრეებს სიტყვით მიმართა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც მანამდე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
საპროტესტო აქციები ბელარუსში ერთი კვირაა იმართება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.