ბელარუსში, 11 სექტემბერს, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე 32 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში, 11 სექტემბერს, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე 32 ადამიანი დააკავეს.
როგორც სოციალურ ქსელში ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, 32 ადამიანი დაკავებულია მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის.
ბელარუსში მოქმედი კანონმდებლობით, არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ჯარიმით ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
შეგახსენებთ, ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება.