ბელარუსს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს
ბელარუსს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს

ბელარუსს სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბელარუსელი ხალხის სოლიდარობას. თქვენ აჩვენეთ განსაკუთრებული ძალა და გამძლეობა თქვენს წინააღმდეგ გამოვლენილი სასტიკი რეპრესიების დროს. შთაგონებულები ვართ თქვენი გამბედაობით და იმით, თუ როგორ იცავთ საკუთარ უფლებას, თავად გადაწყვიტოთ ბელარუსის მომავალი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

7 თებერვალს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბელარუსის სოლიდარობის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნისკენ საერთაშორისო საზოგადოებას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა.