ბელარუსმა სპორტსმენმა, კრისტინა ციმანოვკსაიამ იაპონია დატოვა. აეროპორტამდე ციმანოვსკაია პოლონეთის საელჩოს თანამშრომლებმა მიაცილეს, თუმცა ვარშავის რეისის ნაცვლად, ციმანოვსკაია ვენაში გაემგზავრა.
როგორც საელჩოში განმარტავენ, რეისის ცვლილების მიზეზი, უსაფრთხოების ზომები გახდა.
24 წლის სპრინტერმა პოლონეთს ჰუმანიტარული თავშესაფარი მას შემდეგ სთხოვა, რაც ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის გაკრიტიკების გამო, ის ასპარეზობიდან მოხსნეს და სამშობლოში იძულებით დაბრუნებას უპირებდნენ.