ბელარუსმა შესაძლოა, რუსული ნავთობის ტრანზიტი შეზღუდოს
ბელარუსმა შესაძლოა, რუსული ნავთობის ტრანზიტი შეზღუდოს

რუსეთის მხრიდან ბელარუსის პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ბელარუსმა შესაძლოა, რუსული ნავთობის ტრანზიტი შეზღუდოს.

ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იგორ პეტრიშენკომ თქვა, რომ ევროპის მიმართულებით რუსული გაზის ტრანზიტის შეზღუდვა ან შეჩერება, ნავთობსადენის ხუთი მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების საჭიროებას უკავშირდება.

ბელარუსელი მაღალჩინოსნის თქმით, სპეციალისტებმა მილსადენის შეკეთების აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ განაცხადეს.

რუსული ნავთობის ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გაჟღერდა. რუსეთის მიერ ბელარუსის რამდენიმე პროდუქტზე შეზღუდვების შემოღება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სანქციების დაწესებას შეადარა.