ბელარუსმა პოლონეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეაჩერა
ბელარუსმა პოლონეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეაჩერა. შესაბამისი განცხადება ბელარუსის ეროვნული ნავთობკომპანიის დირექტორის მოადგილემ, სერგეი გრიბმა გააკეთა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფიციალური მინსკის გადაწყვეტილება რუსეთიდან უხარისხო ნედლეულის შეტანას უკავშირდება.
ბელარუსში აცხადებენ, რომ ნავთობში ქლორორგანული ნივთიერებების შემცველობა ზღვრულ მაჩვენებელს რამდენიმე ათეულით აჭარბებს. ნედლეულის დაბინძურების შესახებ 22 მარტს გახდა ცნობილი. უახლოეს მომავალში მხარეები ტექნიკურ და საკომპენსაციო საკითხებს განიხილავენ.