ბელარუსმა ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო
ბელარუსმა ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამეთაურო-საშტაბო წვრთნები მე-6 ცალკეული გვარდიის მექანიზებულ ბრიგადასთან ერთად მიმდინარეობს.

ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გროდნოს რეგიონში მიმდინარე წვრთნებისას შემუშავდება საომარი მოქმედებების წარმოების დროს ქვედანაყოფების მართვისა და კონტროლის საკითხები. წვრთნების მომზადებისას აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინაში რუსეთის საომარი ოპერაციების გამოცდილება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენება, ასევე სატანკო და მოტომსროლელი ქვედანაყოფების მჭიდრო ურთიერთქმედება სხვა სამხედრო შტოების ქვედანაყოფებთან.