ბელარუსმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო
ბელარუსმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანატოლი გლაზის განცხადებით, მინსკმა აღნიშნული მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უკვე დაასრულა. ბელარუსის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვეტილება მოქალაქეების ინტერესების და ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით მიიღო.
ბელარუსსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება შენგენის ვიზის საფასურის 60-დან 35 ევრომდე შემცირებას, ასევე ვიზის 10 დღეში გაცემას ითვალისწინებს.
მხარეები დოკუმენტის ხელმოწერას მიმდინარე წელს გეგმავენ. ეს შესაძლოა, მინსკში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ვიზიტის დროს მოხდეს.