ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა
ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო, ბელარუსის საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩი დირეკ შუბელი.
ამასთან ერთად, ბელარუსი აჩერებს ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას.
ბელარუსმა ასევე გამოიწვია თავისი წარმომადგენელი ევროკავშირიდან და მოუწოდა ბრიუსელს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე მინსკმა დააწესა შეზღუდვები ევროკავშირის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაში მონაწილეობდა.