ბელარუსის ვიცე-პრემიერი - საქართველოში ტრაქტორების ინვენტარის წარმოება და რძის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება
ბელარუსის ვიცე-პრემიერი - საქართველოში ტრაქტორების ინვენტარის წარმოება და რძის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება

ბელარუსის ვიცე-პრემიერის, მიხაილ რუსის თქმით, უახლოეს ხანში საქართველოში ტრაქტორების მისაბმელების ინვენტარის წარმოება დაიწყება და რძის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება მიხაილ რუსმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

„დღეს გამოფენაზე თქვენ ნახეთ ტრაქტორები, რომლებიც საქართველოშია აწყობილი. ეს ტრაქტორები ქართველ ფერმერებს ძალიან სჭირდებათ. თუმცა, მხოლოდ ტრაქტორი არაა საკმარისი. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, რომ ტრაქტორების აწყობის გარდა, საქართველოში, მათი მისაბმელის ინვენტარის წარმოებაც დაიწყოს. გამოფენაზე ასევე ვაჩვენეთ ის კომბაინები, რომლებიც გამოვცადეთ კახეთში. ეს ტექნიკა ფერმერებს ველზე მივაწოდეთ და მათ თავად გადაწყვიტეს, რომელია მათთვის ყველაზე მისაღები გამოსადეგი. ამ პროექტს ვაგრძელებთ. ამას გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი მეცნიერების და ბელარუსი კონსტრუქტორების მიერ ერთობლივად შემქნილი კარტოფილის ასაღებად საჭირო კომბაინი. სექტემბერში ამ კომბაინის გამოცდა დაგეგმილია საქართველოში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რძის გადამამუშავებელი ქარხანა. ამ შემთხვევაში ბელარუსი და ქართველი მწარმოებლების და ბიზნესის ინტერესები დაემთხვა. შესაბამისად, მომავალ წელს საქართველოს ტერიტორიაზე ვაპირებთ რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას, რომელიც გამოიყენებს როგორც ქართულ ნედლეულს, ასევე მიიღებს ნახევარფაბრიკატს ბელარუსიდან და მათი წარმოების პროცესი დასრულდება საქართველოში. აქ უნდა ვაწარმოოთ ბავშვთა კვების პროდუქტები, ასევე კარაქი, ნაყინი და ა.შ.“,- განაცხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ბელარუსში დაგეგმილია ქართული პროდუქციის სავაჭრო ცენტრის გახსნაც. მიხაილ რუსის განცხადებით, მინსკის და თბილისი 2021 წლისთვის სავაჭრო ბრუნვის 200-250 მილიონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად.

„უკვე აგვისტოში ბელარუსში დაგეგმილია დიდი სავაჭრო სახლის გახსნა, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია გაიყიდება – მის სახელწოდება იქნება „ქართული ნატურალური პროდუქტები“. ეს საჭიროა, რომ ბელარუსმა მომხმარებლემა ქართული პროდუქცია პირველი ხელიდან იყიდოს. ეს იქნება ღვინოც და ხილიც. ასევე აუცილებლად აღსანიშნავია ლიფტების პროექტი.მიზნად გვაქვს დასახული, რომ 2021 წლისთვის ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 200-250 მილიონს მიაღწიოს. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის. ბიზნეს გარემო საქართველოში საუკეთესოა, ისევე როგორც ბელარუსში“, – განაცხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა.