ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტი, პაველ შაროიკო დამნაშავედ ცნო
ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტი, პაველ შაროიკო დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ბელარუსში უკრაინის ელჩმა, იგორ კიზიმმა განაცხადა.
Украинского радио-ის კორესპონდენტს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ დროისთვის ის მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
47 წლის ჟურნალისტი 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას აგენტების ქსელის ჩამოყალიბებასა და შპიონაჟში ადანაშაულებდნენ. როგორც ცნობილია, ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა ბელარუსის დაზვერვის საიდუმლო ანგარიშები აღმოაჩინეს.
თავდაპირველად ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი უკრაინელი კოლეგა, პიოტრ პოროშენკო ჟურნალისტის დაკავების თაობაზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას გეგმავდნენ. თუმცა კორესპონდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიას ჩაუვარდა ხელში. რის შემდეგაც ოფიციალურმა მინსკმა უკრაინიდან ელჩი გაიწვია. კიევმა კი სარკისებული ზომები მიიღო.