ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავების აფრენის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავების აფრენის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის სამხედრო ბაზიდან აფრინდა „ა-50უ“-ს ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები თავდასხმის სამიზნეების განსაზღვრისთვის იყენებენ.
ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში „მიგ-31კ“-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გაუშვეს.