ბელარუსის თავდაცვის უწყების ცნობით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსელ სამხედროებს წვრთნიან
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსელ სამხედროებს წვრთნიან.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სწავლება მინსკიდან 90 კმ-ის სამხრეთით, ოსიპივიჩის დასახლების სიახლოვეს მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში 24 ივნისის ამბოხის მცდელობის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მედიაციის შედეგად გადავიდნენ. დაჯგუფების მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ადგილმდებარეობა კი დაუდგენელია.