ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების მზადყოფნის შემოწმების დაწყება გამოაცხადა
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების მზადყოფნის შემოწმების დაწყება გამოაცხადა.
თავდაცვის უწყების ცნობით, შემოწმების მთავარი აქცენტი კეთდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მზადყოფნაზე და ამოცანების შესრულების შესაძლებლობაზე.
სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო შესაძლებელია ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში უკრაინასთან მოსაზღვრე ბელარუსის ბრესტის ოლქში შინაგან საქმეთა სამინისტროს წვრთნები გაიმართა.