ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა
ბელარუსის თავდაცვის მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრესსამსახური იუწყება.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის მიწვევით, ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.