ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში დემონსტრაციებზე 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში დემონსტრაციებზე 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ამასთან, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ „არეულობის ორგანიზატორების პროვოკაციებს არ აჰყვნენ“ და საკუთარი ქმედებების შედეგებზე დაფიქრდნენ.
კომიტეტი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
გასულ ღამეს, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს 3 ათასამდე მოქალაქე დააკავეს. ბელარუსში მეორე დღეა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.