ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს
ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს.
შეგახსენებთ,მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ კოლესნიკოვამ და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორმა წევრმა ქვეყანა დატოვეს და უკრაინაში გაემგზავრნენ. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო საზღვრის კომიტეტში განმარტეს, რომ დღეს დილით უკრაინაში გადასვლის დროს მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მარია კოლესნიკოვა დააკავეს.
კერძოდ, მესაზღვრეების ცნობით, საზღვრის კვეთისას ოპოზიციონერი მანქანიდან გადმოაგდეს. ამაჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო კოლესნიკოვა დაკავებულია.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს ბელარუსის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა უცნობმა პირებმა გაიტაცეს.