ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში „კონტრტერორისტული ოპერაცია” გამოცხადდა
ბელარუსში „კონტრტერორისტული ოპერაცია“ გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ვლადიმირ მაკეის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბელარუსის მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება.
„არსებობდა ინფორმაცია, რომ
ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, – აცხადებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ითვალისწინებს სამართალდამცავების უფლებამოსილების გაფართოებას. მათ საშუალება ექნებათ, ნებისმიერი მოქალაქე გააჩერონ შემოწმების მიზნით, შეზღუდონ მოქალაქეთა გადაადგილების უფლება, ხოლო სპეცსამსახურების წარმომადგენლები ნებართვის გარეშე შევლენ ნებისმიერ შენობაში.
პარალელურად, ბელარუსის მედია იუწყება, რომ ქვეყანაში „ფარული სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობს“.