ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის რამდენიმე მინისტრმა უკვე დაადასტურა მინსკში დაგეგმილ არალეგალური მიგრაციის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობა
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი აცხადებს, რომ ნოემბერში მინსკში არალეგალური მიგრაციის შესახებ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრები უნდა დაესწრონ.
რიჟენკოვის თქმით, ბელარუსის მთვარობას სურს, კონფერენციაზე მიიწვიოს როგორც ბელარუსის მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
„ევროკავშირის რამდენიმე მინისტრმა უკვე დაადასტურა კონფერენციაში მონაწილეობა“, – დასძინა მაქსიმ რიჟენკოვმა.