ბელარუსის ქალაქ ლიდაში საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ბელარუსის ქალაქ ლიდაში საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
ბელარუსის ოპოზიცია ლუკაშენკოსგან 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებას, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლებს, მასობრივ გაფიცვასა და გზების ბლოკირებას აანონსებდა.