ბელარუსის ქალაქ ბრესტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაა [ვიდეო]
ბელარუსის ქალაქ ბრესტში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სპეცრაზმს დემონსტრანტების დასაშლელად სპეცსაშუალებები ჯერ არ გამოუყენებია.
ამასთან, ბრესტში დაკავებულებს შორის ადგილობრივი სააგენტოს Tut.By-ს ჟურნალისტია.
დემონსტრაციაზე დაკავებები დაიწყო ქალაქ ბობრუისკშიც.
სპეცრაზმის, შინაგანი ჯარის დანაყოფები და სპეცტექნიკა მობილიზებულია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, სადაც დაკეტილია მეტროსადგურები. ქალაქის ცენტრში ასევე დაიხურა მაღაზიები, კაფეები და აფთიაქები.
ბელარუსში უკვე მესამე დღეა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.