ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტალანა ციხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური, ოპოზიციის გაერთიანებულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისმა გამოჩენამ აქციებზე შეიძლება გამოიწვიოს პროვოკაციები დამატებით, რისი თავიდან არიდებაც გვსურს. ის, როგოროც გუნდური მოთამაშე გადაწყვეტილებას დაემორჩილა“, – განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა ანნა კრასულინამ.
მისივე თქმით, ციხანოვსკაიას არ სურს მეუღლესთან ერთად პატიმრობაში აღმოჩნდეს.
ციხანოვსკაიას მეუღლე ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი წინასწარი პატიმრობაში იმყოფება. სვეტალანა ციხანოვსკაიამ არჩევნებში მონაწილობა მის ნაცვლად მიიღო. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშნეკომ გაიმარჯვა,რასაც გუშინ ქვეყნაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციების გამართვა იგეგმება დღესაც. ქალაქში სამხედრო ტექნიკა და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.