ბელარუსის პრეზიდენტობის მსურველ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბში აცხადებენ, რომ სასამართლომ ბაბარიკოსა და მის ვაჟს პატიმრობა შეუფარდა
ბელარუსში დაკავებულ პრეზიდენტობის მსურველ ვიქტორ ბაბარიკოს და მის ვაჟს, ედუარდს ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაბარიკოს საარჩევნო შტაბში ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ვიქტორ ბაბარიკო და მისი შვილი 18 ივნისს დააკავეს. გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ ის გადასახადებისგან თვის არიდებაშია ეჭვმიტანილი.
ბელარუსის სამართალდამცავების ცნობით, ბაბარიკო დააკავეს, რადგან ის მოწმეებზე ზეწოლას შეეცადა. ადვოკატი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია იმ მუხლის დასახელება, რომლითაც საქმეა აღძრული, რადგან პროკურატურაში მას გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას მოაწერინეს ხელი. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბაბარიკო უდანაშაულოა.
ვიქტორ ბაბარიკო „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელია. 11 ივნისს გამომძიებლებმა ამ ბანკში ჩხრეკა ჩაატარეს.