ბელარუსის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას ტრაქტორი აჩუქა
ბელარუსის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას ტრაქტორი აჩუქა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოლდოველ კოლეგას, იგორ დოდონს ტრაქტორი აჩუქა.

ახალი ტრაქტორი ლუკაშენკომ და დოდონმა ერთად გამოსცადეს და სიმინდი დათესეს. ლუკაშენკომ მოლდოვაში 5 ტრაქტორი ჩაიყვანა.

დოდონმა ბელარუსის პრეზიდენტს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ დათესილ სიმინდს თვალყურს მიადევნებს, მოსავალს კი ბელარუსში გაგზავნის.

მოლდოვის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ასევე დაჰპირდა, რომ ყურძნის მოყვანას და ღვინის დამზადებას ასწავლის. დოდონმა ლუკაშენკო სექტემბრის ბოლოს მის მშობლიურ სოფელში მიიპატიჟა. ლუკაშნკომ მიწვევა მიიღო და პირობა დადო, რომ სექტემბრის ბოლოს მოლდოველ კოლეგას აუცილებლად ეწვევა.