ბელარუსის ოპოზიციის გაერთიანებულ შტაბში აცხადებენ, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიამ ცესკო-ს შენობა დატოვა
ბელარუსის ოპოზიციის გაერთიანებულ შტაბში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა დატოვა. როგორც შტაბის პრესმდივანმა, ანნა კრასულინამ განაცხადა, მათთვის უცნობია, სად იმყოფება ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი.
„დღე ის მივიდა ცესკო-ში, რათა საჩივარი შეევსო უამრავი დარღვევის გამო. ის შენობაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ამის შემდეგ მას ჰქონდა საუბარი 2,5-3 საათის განმავლობაში, რომლესაც იურისტი არ დასწრებია. ამის შემდეგ, სვეტლანა გამოვიდა და ადვოკატს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და დაემშვიდობა მას. მან სხვა კარით დატოვა შენობა და ჟურნალისტებს თავი აარიდა. ის უცნობი მიმართულებით გაემგზავრა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, მან გააკეთა, რაც კი შეეძლო“, – განაცხადა კრასულინამ.
კითხვაზე, ხომ არ შეეძლო ციხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება, ოპოზციის გაერთიანებულ შტაბში განაცხადეს, რომ „ბელარუსში არსებული რეალობის გათვალისწინებით, მას ამის უფლება აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები უკვე ექვს საათზე მეტია, ვერ უკავშირდებიან ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას. ვრცელდებოდა ცნობა, რომ მას ცესკო-ს შენობიდან არ უშვებდნენ, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია უარყვეს.