ბელორუსის ნაკრების, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფორვარდმა, ვიტალი კუტუზოვმა 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოსთან ბელარუსის ნაკრების თამაში შეაფასა. მისი თქმით, ბელარუსს მოგებსი შანსი არ ჰქონდა.
„შეგიძლიათ გჯეროდეთ სასწაულების და უნდა გჯეროდეთ! თუმცა, თბილისში მოგების შანსი არ გვქონდა. უბრალოდ, ამას ვიღაც ვერ ხედავს ან არ სურს დაინახოს. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში სასწაულები არ ხდება. არის პროფესიონალიზმი და დიდი შრომა. მოედანზე სამუშაოს შესრულება ნებისყოფის, ერთგულების და დიდი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია,” – ამბობს ვიტალი კუტუზოვი.
ბელარუსის ფეხბურთის ლეგენდა მატჩამდე აცხადებდა, რომ თამაშს არ უყურებს, რადგან მასში პერსპექტივას ვერ ხედავდა. თუმცა, ცხადია, თამაშს მაინც უყურა.
ვიტალი კუტუზოვი კარიერის შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში დარჩა და სამენეჯერო კომპანია ჩამოაყალიბა. ის ბელარუსის ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და კრიტიკას არც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას აკლებს.